ინსტიტუტის სურვილია, რომ გახდეთ ლოკოკინების მომშენებლები.

ჩერასკოს ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი

ეს არის ნატურალური მეთოდი, რომელიც ერგება განსხვავებულ მიკროკლიმატებსა და გეოგრაფიულ მდებარეობებს.

ჰელისიკულტურის ჩერასკოს მეთოდის საინფორმაციო დღე:
ინსტიტუტის სურვილია, რომ გახდეთ ლოკოკინების მომშენებლები.

ჩვენს ინსტიტუტს აქვს მიზანი:

გაგიწიოთ დახმარება იმაში, რომ გაეცნოთ ჩვენს სექტორს და დაგანახოთ მსოფლიოს განვითარების, ჩვენს მიერ დანახული პერსპექტივა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.

ჰელისიკულტურა, როგორც ჩვენ მას განვმარტავთ, აერთიანებს ორ ასპექტს:

აგრონომიასა და ზოოტექნიკას.

ამ დროში არსებული გარდაუვალი პრობლემები გვავალდებულებს პატივი ვცეთ გარემოს.

მეორე მხრივ, ჩვენ მიერ შემუშავებული აქტივობების გეგმით უდიდესი გასტრონომიული შედეგი მიიღწევა.
ლოკოკინა არის პროდუქტი, რომელიც უძველეს რეგიონალურ-გასტრონომიულ ტრადიციას წარმოადგენს, თუმცა ასევე გვთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.
ასევე არსებობს ერთი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია განვითარებასთან და სცდება პირველადი პროდუქტის წარმოების ფარგლებს, რაც თავისთავად ხელს უწყობს ტიპიური სამეწარმეო ხედვების გაჩენას.

ჩვენი იდეაა, რომ შევძლოთ ჩვენი ინსტალაციისადმი მდგრადი მიდგომა პროდუქტიულიც იყოს: ყველა ვინც დაიწყებს ამ ტიპის აქტივობას გახდეს მეწარმე ამ სექტორში.

სამეწარმეო სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა, თუმცა ასევე ძალიან მნიშნელოვანია სტაბილური შემოსავლის ქონაც, რაც არც თუ ისე მარტივად მისაღწევია.
ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ, როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, ჩვენი რეცეპტი გამარჯვების რეცეპტია.

მოითხოვეთ ინფორმაცია, ჩვენ სწრაფად გიპასუხებთ

0